logo
ENG



ელისაშვილი: უკვე 8 თვეა თამლიანი ციხეში ტყუილუბრალოდ ზის

13 მარ 202017:43
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი ბესიკ თამლიანის კვლავ პატიმრობაში დატოვებას აფასებს და აცხადებს, რო გადაწყვეტილება თამლიანის საქმეზე მონა მოსამართლემ მიიღო.

„იაშვილს მე მოსამართლეს ვერ ვუწოდებ. ის არის ჩვეულებრივი მონა, ნაძირალა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ბესიკ თამლიანი შეიძლება სადმე გაიქცეს, მიიმალოს, თურმე სამაჯურები აღარ არის და შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს თამლიანმა“, - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი ბესიკ თამლიანი რვა თვის განმავლობაში ციხეში ტყუილუბრალოდ ზის. მისივე განცხადებით, სასამართლოს თამლიანის წინააღმდეგ ადეკვატური მტკიცებულებაც არ გააჩნია.

„ეუბნებიან, პასპორტს ჩააბარებს თუ საჭიროა, სამაჯური გაუკეთეთო. თამლიანი ციხეში უკვე 8 თვეა ტყუილუბრალოდ ზის. კადრები აჩვენეს სადაც საერთოდ არ ჩანს თამლიანი იყო თუ არა. გამოდის და რაღაცებს ბოდავს ეს მოსამართლე და არ უშვებს წინასწარი პატიმრობიდან. ეუბნებიან, რომ ვერც მტკიცებულებებს ვერ გაანადგურებს, მტკიცებულებად კი პლასტმასის ბოთლები მოუტანეს - მაგის განადგურება ვის რა ჯანდაბად უნდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა